გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ზემო იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება

5-08-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრის ჯგუფებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას პერიმეტრი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავეს. სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, შეწამვლის   სამუშაოები   360 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.

ამ ეტაპზე, ზემო იმერეთში მავნებლის საწინააღმდეგოდ ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით იგეგმება.  უსაფრთხოების წესების დაცვისთვის, მოსახლეობას  წინასწარ ეგზავნება შეტყობინებები, ხოლო  ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, შეწამვლა ღამის საათებში ტარდება.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სპეციალისტების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით  თავის საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში ჩაატარონ შესაბამისი აგროსამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას.