გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Agile Spirit 2025-ის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა

5-08-2025

Agile Spirit 2025 ფარგლებში, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონის ქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ კრის მარშალთან ერთად დაესწრო.


ვაზიანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები.


Agile Spirit საქართველოში მეთორმეტედ ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.