12-12-2017
ბათუმში, ახლვედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად მუნიციპალიტეტს 128 ათასი ლარის ზიანი მიადგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბათუმის მერიაში განაცხადეს.
„ზარალის ოდენობა 128 ათას ლარს შეადგენს. ველოდებით გამოძიების შედეგებს“,- განაცხადეს ბათუმის მერიაში.
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ორი დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, აფეთქების შედეგად დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას დროული დახმარებისკენ მოუწოდებენ.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"