გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი კალანდია: არცერთი სპონსორისა და დამფინანსებლის ვინაობა არ დამიმალავს. ვერც ამ შემთხვევაში ჩავიგუბებ პირში წყალს. სიმართლე სიმართლეა, არჩევნებამდე, არჩევნების წინ და მის შემდეგაც

22-11-2018

„არცერთი სპონსორისა და დამფინანსებლის ვინაობა არ დამიმალავს, ვერც ამ შემთხვევაში ჩავიგუბებ პირში წყალს, სიმართლე სიმართლეა, არჩევნებამდე, არჩევნების წინ და მის შემდეგაც,“ - ასე  გამოეხმაურა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ  ქსელებში  გავრცელებული მიმართვას,  რომელიც ფონდ  „ქართუს“ ქველოქმედების თემას ეხება.  ინტერნეტმომხმარებელ თიკო თვალაძის სტატუსს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი ასევე ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა.

 

როგორც  გიორგი  კალანდია აღნიშნავს, ხელოვნების   სასახლისა და ფონდ  „ქართუს“  ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო.  მაშინ ფონდმა რამდენიმე ათეული ათასი ლარით მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის შედგენა დააფინანსა.  სწორედ ამ პროექტის მიხედვით 2009 წელს დაიწყო თბილისის მერიამ შენობის კონსტრუქციული გამაგრება.  „ჩემი და ფონდის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როცა ბრიტანეთიდან მეფე ერეკლეს შესახებ უცნობი ისტორიული წყაროები ჩამოვიტანე.  სენსაციური მასალა უნდა გვეთარგმნა და წიგნად გამოგვეცა.  ეს ცნობები სრულად ცვლიდა მეფე ერეკლეს შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. ვინ არ შევაწუხე, ვის არ ვთხოვე, ვერავინ დავიყოლიე.  სპონსორებს ხომ ძირითადად მოკლევადიანი, სწრაფ ეფექტზე და დიდ ხმაურზე გათვლილი პროექტები მოსწონთ.   მაშინაც  „ქართუ“ ერთადერთი აღმოჩნდა,  ვინც გრძელვადიანი სამეცნიერო პროექტი დააფინანსა და მეფე ერეკლეს შესახებ უმაღლესი პოლიგრაფიის წიგნი გამოგვაცემინა“ - არნიშნავს გიორგი კალანდია. 

დღეს ეს გამოცემა ვატიკანის, პარიზის, ლონდონის, ფრანკფურტის, ბერლინის, ლაიფციგის, დუბლინის წამყვან ბიბლიოთეკებშია დაცული. ქართველ მეფეზე გამოცემული ამ ორენოვანი წიგნის პრეზენტაცია დუბლინის ლორდ მერის რეზიდენციაში საპატიო სტუმრების თანდასწრებით გაიმართა. 

 

ხელოვნების სასახლისა და ფონ „ქართუს“ კიდევ ერთი   წარმატებული თანამშრომლობის  შედეგი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია,  რომლის შედეგად ლონდონის უდიდეს აუქციონზე მეფე თეიმურაზის უნიკალური პორტრეტი შეძენა მოხერხდა.

 

„უნიკალური კი არა შედევრია, ხელოვნების ბრწყინვალე ძეგლი,  რომლის ყიდვასაც ჩვენს პარალელურად ინგლისის პორტეტების ეროვნული გალერეა ცდილობდა.  თუმცა„ ქართუს“ და ჩვენი მუზეუმის  ოპერატიულმა და ნაყოფიერმა კოლაბორაციამ დიდი შედეგი გამოიღო და მეფე თეიმურაზის ძვირფასი პორტეტი სამშობლოშია. დღეს ამ პორტრეტის შესწავლაში ქართველებთან ერთად ტრეტიაკოვის გალერეის წამყვანი სპეციალისტები ერთვებიან. იგი საგანგებოდ მოინახულა ვენის ალბერტინას მუზეუმის აღიარებულმა ექსპერტმაც.  მოკლედ, ეს საგანძური საუკუნეებს ისე მოილევს რომ არაერთ თაობას მხოლოდ მადლიერად განაწყობს. დანარჩენი? დანარჩენი ფრიად საპატივცემულო რესპოდენტებმა, მათ შორის გივი შახნაზარმა, დათო ლორთქიფანიძემ, გია გუგუშვილმა და უკვე თქვეს. ასეა, სიმართლე ყოველთვის სიმართლეა, წლის ნებისმიერ დროს და ყველა პოლიტიკურ ვითარებაში“ - აცხადებს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.