გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში ყინულის მოედანი თებერვალში გაიხსნება

22-11-2018

ქუთაისში ყინულის მოედნის მუშაობა 3 თვეში განახლდება.

 

ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ქუთაისის ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-დამონტაჟებას ითვალისწინებდა დასრულებულია.

 

სატენდერო ღირებულება თავდაპირველად 218 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში 164 999 ლარით შ.პ.ს. „ტრემაქს ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 20 ნოემბერს დაიდო.

 

სატენდერო პირობების მიხედვით შ.პ.ს. „ტრემაქს ჯორჯია“ დანადგარის სრულ მონტაჟს ხელშეკრულების დადებიდან 95 კალენდარულ დღეში 3 წლიანი გარანტიით უზრუნველყოფს.


ipn.ge