გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს მელიორაცია განცხადებას ავრცელებს

6-08-2025

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შაქშაქეთში  ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იანი წყალგამტარი, რის გამოც ტაშისკარის  სარწყავ სისტემაში წყლის მიწოდება შეწყვეტილია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.  


სარწყავი წყალი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს:  აბისი, ბერძენაული, ზემო და ქვემო შაქშაქეთი, კოდავარდისუბანი, მოხისი, თამარაშენი, ფცა, ქვენატკოცა, არადეთი, ბრეთი, საღოლაშენი, წვერი, ბებნისი, რუისი, ურბნისი.


ადგილზე მობილიზებულია „საქართველოს მელიორაციის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა და მიმდინარეობს   აღდგენითი სამუშაოები.

დაზიანების მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამუშაოები ხვალ, 7 აგვისტოს, დღის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც სისტემაში სარწყავი წყალი გაეშვება.