გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა

7-08-2025

საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული გმირის შვილთან ერთად, გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს.


დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა.


წელს 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები ჩატარდა გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.


სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.


გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი, თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება.