გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდში, თხილის გამო ორი მამაკაცი დაჭრეს

22-11-2018

ზუგდიდში, თხილის გადამამუშავებელი ერთ-ერთი ქარხნის მეწილე დაჭრეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მეწილეებს დავა თხილის გამო მოუვიდათ.

 

ქარხნის მეწილეს, 35 წლის ბესო დგებუაძეს სამი ტყვია მოხვდა, მას  სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დანით არის დაჭრილი ფეხის არეში მისი მეგობარი 30 წლამდე მამაკაცი. მისი მდგომაროება სტაბილურია.

 

„შემოყვანილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი ერთი მძიმე, შოკურ მდგომარეობაში, რომლესაც მიყენებული ჰქონდა ცეცლნასროლი მრავლობითი ჭრილობები. მეორეს ბასრი საგნით მიყენებული ბარძაყის არეში. პირველი პაციენტი სასწრაფოდ მოთავსდა საოპერაციოში. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის მძიმე,“ - განაცხადა ექიმმა.

 

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.