გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთში მარკეტინგულ კამპანიას მართავს

7-08-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, პოლონეთში, ვარშავაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით დაიბრენდა.


ვარშავაში 30 ავტობუსი საქართველოს ბუნების, ქალაქებისა და ტურისტული ადგილების ამსახველი ფოტოებით გაფორმდა. პოლონეთის გარდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს გერმანიაში, საფრანგეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში.


კამპანია მოიცავს როგორც გარე რეკლამას, ასევე სოციალურ ქსელებში აქტივობებს, ციფრულ და ბეჭდურ მედიაში სტატიებსა და ვიდეორგოლებს.   ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.