გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ალექსანდრე მოწერელია სენაკის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

22-11-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, "კარდაკარის" პრინციპით თხილის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - გოლასკურისა და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. გუბერნატორი ადგილობრივ მცხოვრებლებს თხილის მოვლისა და მავნებლებთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებზე ესაუბრა.

 

შეხვედრას "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მცენარის ჩახშირებით მოსავლი მნიშვნელოვნად მცირდება, გაუსხლავი კულტურის შეწამვლა კი, ნაკლებეფექტურია. შეხვედრის დასასრულს, მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ბროშურები გადაეცა, სადაც სხვადასხვა სეზონზე თხილის კულტურის მოვლისა და შესაწამლი პესტიციდების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.