გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

8-08-2025

რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.


პრემიერის თქმით, ამისათვის იქნა მირებული შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.


„რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, რასაც მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის და საბოლოო ჯამში, მისი არ მიყოლა მართლაც არის დაკავშირებული ადამიანების დევნასთან, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება და ამისათვის მივიღეთ შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ამიტომ, ჩვენ აქ გვჭირდება მტკიცე პოზიციის გამოვლენა და პოზიციების დაცვა", - განაცხადა პრემიერმა.