გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვატო შაქარიშვილი: დააბით ქოფაკი გვარამია!  

22-11-2018


„ისე სცადეთ, დააბით ქოფაკი გვარამია! გადაუღეთ სურათი, რომ დაბმულია და ვნახოთ მერე, იქნებ მოვიდეს კიდეც,“ - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილე, ვატო შაქარიშვილი.

 

 

„რუსთავის2“-ს შეთავაზებაზე საარჩევნო პრეზენტაცია გაეკეთებინა პრეზიდენტობის კანდიდატს თავის გუნდთან ერთად სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბმა შემდეგი პასუხი გასცა:

 

„პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი იღებს „რუსთავი2“
-ის შემოთავაზებას, რომლითაც ტელეკომპანია ეთერს პრეზენტაციისთვის გვთავაზობს.

 

თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრინციპული პოზიციაა, რომ იმ ტელეკომპანიაში, რომელიც ცრუ ბრალდებებით, აგრესიით, სიძულვილის ენით, პერსონალური შეურაცხყოფით და მიზანმიმართული ცილისწამებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ის არანაირ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

მაგრამ, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, „რუსთავი2“ კი ალტერნატიული აზრისა და სიმართლისთვის ჩაკეტილია, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი გუნდი ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ამ ტელეკომპანიის მაყურებლამდეც მივიტანოთ სიმართლე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო შტაბის და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მზად არიან შემოთავაზებულ ფორმატში უპასუხონ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.“

 

ამის საპასუხოდ „რუსთავი2“-მა საერთოდ უარი თქვა პრეზენტაციაზე.

 

დაკეტილი ტელევიზია, რომელსაც ეშინია სიმართლის - ესაა მათი პასუხის დიაგნოზი.

ისე სცადეთ, დააბით ქოფაკი გვარამია! გადაუღეთ სურათი, რომ დაბმულია და ვნახოთ მერე, იქნებ მოვიდეს კიდეც.

სერიოზულად თუ დავფიქრდებით, ყველაფერზე ეტყობათ, რომ გააცნობიერეს რომ არჩვენებს აგებენ, რაც იწვევს ამ ტელეკომპანიის სრულ ლუსტრაციას!” - წერს ვატო შაქარიშვილი.