გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

8-08-2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ბრალდებულები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს, რის შედეგადაც დაიწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის სპეციალური ავტომანქანა.


ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.