გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

8-08-2025

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სურდა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება, რისთვისაც აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია.


ბრალდებულმა 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაამზადა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე გაასაღა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისათვის საჭირო დოკუმენტი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული ავეჯის მასალების საწარმოს მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც, 2025 წლის 18 თებერვალს, მიწის ნაკვეთს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება და დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც გააასხვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე წარედგინა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბრლდებულს აღკვეთი ღონისძიება უკვე შეეფარდა.