გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

22-11-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო region.ge უცვლელად გთავაზობთ. 


"რამდენიმე დღის წინ, ვეტერანების მომართვების საფუძველზე, გაცნობებდით, რომ რიგი, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პირების მიერ, მათთან ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები ვეტერანების სამსახურის სახელით; მედიკამენტებით, ცრუ დაპირებებით, ეს გაურკვეველი პირები, ვეტერანებს სთხოვდნენ პერსონალურ მონაცემებს. 


ჩვენი ამ განცხადების მიუხედავად, ვეტერანები უცნობი პირების მიერ განხორციელებული მსგავსი ქმედებების შესახებ, ინფორმაციას, ყოველდღიურად გვაწვდიან; გაურკვეველი პირები, სავარაუდოდ, გამოგონილი სახელითა და გვარით, უკავშირდებიან ჩვენს ბენეფიციარებს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით, მათ პერსონალურ მონაცემებს სთხოვენ.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ უწყებას ასეთი ქმედებების უფლებამოსილება არავისთვის მიუნიჭებია და აფრთხილებს ვეტერანებს, არავის მისცენ საკუთარი პერსონალური მონაცემები! ასეთი თაღლითური სქემებით სარგებლობენ ის ძალები, რომელთაც სურთ, გააყალბონ არჩევნები და ჩრდილი მიაყენონ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.


ყოველი ასეთი სახის ინფორმაცია გადაამოწმეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ცხელ ხაზზე: 032 2 48 16 26 ; ან სამსახურის უფლებამოსილ პირებთან" - ნათქვამია განცხადებაში.