გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იმერეთის პოლიცია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

11-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზესტაფონის და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებულები არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ.


შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკისას, 207 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის პირველი და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.