11-08-2025
ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში დასრულდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
სპორტულ მოედანზე სრულიად განახლდა ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, ბადეები და განხორციელდა სამღებრო სამუშაოები.
პროექტიდან გამომდინარე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე.
გასულ წელს, მერიის მიერ სპორტული მოედნის მიმდებარედ გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორებიც დამონტაჟდა.
დღეიდან ადგილობრივები და ბავშვები ერთ სივრცეში განთავსებული სპორტული ინფრასტრუქტურითა და გასართობი საშუალებებით ისარგებლებენ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო პროექტით გათვალისწინებულ დასრულებულ სამუშაოს.