11-08-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო.
გივი მიქანაძე: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული მეცნიერის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო. მართლაც ფასდაუდებელია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა და ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.
ნუგზარ უფლისაშვილი მრავალი წელი ერთგულად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდასა და მათ პროფესიულ გაძლიერებას. მისი სამეცნიერო ნაშრომები განსაკუთრებით ღირებულია ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ყველა თაობის სპეციალისტისათვის.
ბატონი ნუგზარის გარდაცვალება ნამდვილად უდიდესი დანაკლისია სამეცნიერო საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და სრულიად საქართველოს.“