გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჯეფრი საქსი: უკრაინა ცეცხლის ალშია შეერთებული შტატების და ევროპის სისულელის გამო და ისინი ცდილობენ, იგივე გააკეთონ სამხრეთ კავკასიაში

11-08-2025

საერთოდ არ მაქვს სიმპათია იმის მიმართ, რასაც ევროპა და აშშ აკეთებენ, რადგან ეს არის რეგიონი, რომელიც მრავალ დიდ ძალას შორისაა: რუსეთს, ირანს, თურქეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის, რაც სიფრთხილით უნდა განიხილებოდეს, - ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, სამი მყიფე ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის - პოლიტიკაში ჩარევას დიდი სიფრთხილე და პატივისცემა სჭირდება, რათა ამ ქვეყნებმა უკრაინის ბედი არ გაიზიარონ.


„სამივე ქვეყანა ერთმანეთთანაა დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აშშ და ევროპა, რომლებიც ერევიან, ცდილობენ ფერადი რევოლუციების მოწყობას, დესტაბილიზაციის მომტანია და ეს მოდის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, განსაკუთრებით სადაზვერვო სააგენტოებიდან. მე საერთოდ არ მაქვს სიმპათია იმის მიმართ, რასაც ევროპა და აშშ აკეთებენ, რადგან ეს არის რეგიონი, რომელიც მრავალ დიდ ძალას შორისაა - რუსეთს, ირანს, თურქეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის. ეს სიფრთხილით უნდა განიხილებოდეს. ეს არ არის ევროპა, გეოგრაფიულად ეს არის აზია. ევროპა უნდა გავიდეს იქიდან. საქმე იმაში არ არის, რომ სამხრეთ კავკასიას ცუდი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ევროპასთან, ან სხვასთან. საქმე ისაა, რომ ამ სამი მყიფე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ძალიან რთულ რეგიონში უკიდურესი პატივისცემითა და სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რათა ისინი არ გახდნენ შემდეგი უკრაინა. ​უკრაინა ცეცხლის ალშია შეერთებული შტატების და ევროპის სისულელის გამო და ისინი ცდილობენ, იგივე გააკეთონ სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.