გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება

11-08-2025

თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის აბსოლუტურად რეალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას.


„თბილისის მერობის კანდიდატებზე რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, კახი კალაძე მინიმუმ 60 პროცენტს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის აბსოლუტურად რეალური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.