გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, რუსთავში, გარდაბანში, დმანისსა და წალკაში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, მარნეულში - დაური ისმაილოვი, თეთრიწყაროში - მიხეილ აფციაური, ბოლნისში - ზამური ჭითანავა

11-08-2025

პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.


შვიდი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, კანდიდატებად კვლავ მოქმედი მერები არიან წარდგენილი, ხოლო, მარნეულში, თეთრიწყაროსა და ბოლნისში, მმართველ პარტიას მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს.


„ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში.

ესენია: 👇

✔️ რუსთავში: ნინო ლაცაბიძე

✔️ გარდაბანში: დავით კარგარეთელი

✔️ დმანისში: კობა მურადაშვილი

✔️ წალკაში: ილია საბაძე

✔️ მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი

✔️ თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს - მიხეილ აფციაურს

✔️ ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით - ზამური ჭითანავას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.