11-08-2025
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, „ქართულ ოცნებას“ კანდიდატებად მოქმედი მერები ჰყავს წარდგენილი.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ბორჯომში კი - მამუკა გელაშვილი.
„სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში.
ესენია: 👇
✔️ ადიგენში გოჩა ქიმაძე
✔️ ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე
✔️ ახალქალაქში მელქონ მაკარიანი
✔️ ნინოწმინდაში ანივარდ მოსოიანი
✔️ ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური
✔️ ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.