გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძემ კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან ხუთში, კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყვარელში ილია მზექალაშვილია, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში - ვაჟა მაღრაძე

11-08-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა.


ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კანდიდატებად მოქმედი მერები არიან წარდგენილი, რაც შეეხება ყვარელს, აქ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ილია მზექალაშვილი, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, ხოლო, თელავში - ვაჟა მაღრაძე.


„დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ.

ესენია: 👇

✔️ ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური

✔️ გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი

✔️ დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი

✔️ ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი

✔️ სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი

✔️ ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი

✔️ საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე - ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა

✔️ ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.