გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელება იწყება

22-11-2018


პარლამენტის წევრის, გიორგი ბეგაძის განცხადებით, რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელება იწყება.

 

მისივე თქმით, შაბათს დილის 9 საათიდან რუსთავის შესასვლელთან 700-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება.

 

"მე უკვე მივმართე წერილობით მუნიციპალიტეტს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს აღნიშნული პროექტის განხორციელება. პირველი ეტაპით კი გეძლევა საშუალება, გახდე პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და ხე დარგო ქალაქისთვის. შაბათს, დილის 9 საათიდან, ერთად დავრგოთ 700-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ნერგი და ქალაქის შემოსასვლელი რეკრეაციულ სივრცედ ვაქციოთ. ხეების დარგვის აქციით, ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ინიციატივას - ფინეთის პროგრამა ENOს, რომლის ფარგლებშიც დედამიწაზე სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია 100 მილიონი ხის დარგვა. ხეების დარგვისა და მოვლის ღონისძიებები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და ENO პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო დანიშნულებისაა" - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

 

 პროექტში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს რუსთავის "აზოტმა" და საზოგადოება "რუსთაველებმა".

 

 ადგილზე იქნება სამუშაო ინვენტარი.