გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში დიდგორობა აღინიშნა

12-08-2025

დღეს საქართველოში სახალხო დღესასწაული - დიდგორობა აღინიშნა, რომლის ძლევამოსილი ბრძოლიდან 904 წელი შესრულდა.


1121 წლის 12 აგვისტოს ქართულმა ჯარმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკები უთანასწორო ბრძოლაში დიდგორის ველზე დაამარცხა.

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.


ღონისძიებაში ტრადიციულად, კასპის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა. სპეციალური კუთხე წარმოდგენილი იყო ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშებით, ხალხური საკრავებით და სხვა.


საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობდა კასპის მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“.


ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.


„ძლევაი საკვირველი“ - გილოცავთ დიდგორობას!