22-11-2018
გრძელდება მოქალაქეთა პროტესტი იმ არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, ვინც ფონდ „ქართუს“ წინასაარჩევნოდ მოქალაქეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატუსების შემდეგ, მათ კიდევ ერთხელ ახსენებენ იმ საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა განხორციელება „ქართუს“ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ფონდი „ქართუ“ ქველომოქმედებასთან ასოცირდება სამხატვრო აკადემიის რექტორისთვისაც. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი აცხადებს, რომ სამხატვრო აკადემია გადარჩა და სრულფასოვნად რესტავრირდა. რეაბილიტაცია 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და უკვე ყიფშიძის 34 ნომერში მდებარე აკადემიის კორპუსი სრულად გარემონტდა, სადაც სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
„ფასადუდებელია „ქართუს“ წვლილი სამხატვრო აკადემიის კორპუსის რეაბილიტაციაში. ჩემი სტუდენტები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები უამრავ პროექტებში მონაწილეობენ, რომელიც არის ამ ფონდის დაფინანსებული. ეს არის ერთადერთი ყველაზე ძლიერი ქველომოქმედი ჯგუფი. ეს არის ქველმოქმედების უწყვეტი ნაკადი“-აცხადებს სამხატვრო აკადემიის რექტორი.
გია გუგუშვილის ინფორმაციით, „ქართუ“ აკადემიას ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სტუდენტების დაფინანსებაში ამ დრომდე ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ თეატრების, მუზეუმების, საგანათლებლო დაწესებულებების, კულტურული მემკვიდრების ძეგლებზე და სპორტის განვითარებაზე ფონდმა 3 მილიარდამდე თანხა დახარჯა.