22-11-2018
„სად შეიძლება მოგზაურმა თავისი თავი ახლადაღმომჩენად იგრძნოს? კავკასიაში! ყველამ იცის, რომ მსოფლიოში სულ უფრო მცირდება ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც ადამიანს ჯერ ფეხი არ დაუდგამს. კავკასიაში ისეთი იდუმალი ადგილიებია, სადაც მოგზაური საინტერესოს ნახავს და გაიგებს. მართალია, საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაფრთხილებს, დაღესტანს და ჩრდილოეთ კავკასიას მოერიდეთო, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაცია თანდათან უმჯობესდება. კავკასიაში არსებობს ადგილები, რომელთა მოსახლეობა მოგზაურებისადმი კეთილგანწყობას ამჟღავნებს, თუმცა ბევრსაც შფოთიანი წარსული აქვთ - ჩეჩენეთი, გროზნო, ბესლანი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი... ეს სახელწოდებები საშინელ ტრაგედიებს უკავშირდება.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ სტეფან ორტის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვანი ვერსიის მხოლოდ იმ ფრაგმენტებს, რომელიც უშუალოდ საქართველოს შეეხება:
ფოტოგრაფ გულივერ სტეისთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში კავკასია დასავლეთიდან აღმოსავლეთით, სოჭიდან ბაქომდე შემოვიარე. ბევრი ისეთი ადგილი ვნახეთ, რომლებიც სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. ზოგის ნახვა ადვილია, ზოგიერთთან მიღწევისათვის კი რომელიმე ადგილობრივი ავანტიურისტი მძღოლის დაქირავებაა საჭირო.
დიდი კავკასიის ათი მნიშვნელოვანი ადგილი, დასავლეთიდან აღმოსავლეთით:
გაგრა, აფხაზეთი
შავიზღვისპირა გაგრამდე მისვლა სოჭის აეროპორტიდან საკმაოდ სწრაფად შეიძლება, თუმცა წინასწარ აფხაზეთში შესასვლელი ვიზა უნდა გქონდეთ მომარჯვებული. აფხაზეთი თავისთვის არსებობს და როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო დონეზე აღიარებული არაა, ზოგიერთი ქვეყნის გარდა. 1993 წელს [ქართულ-აფხაზური] კონფლიქტის დასრულების შემდეგ აქ წარსულში ცნობილ საზღვაო-საზაფხულო კურორტებზე მხოლოდ რუსი ტურისტები თუ დადიან. აფხაზეთში ძველი საბჭოური საკურორტო სტრუქტურის ნანგრევებთან ერთად თანამედროვე ობიექტებსაც ნახავთ. აქაურობა მოგზაურებს საკმაოდ თავისებურ აურას და სპეციფიკურ განწყობებს უქმნის. ამგვარი გრძნობა განსაკუთრებით გაგიცხოველდებათ მაშინ, როცა დილით ბაზარში არყის გამყიდველი ოსტატურად დაგისხმათ 60%-იან არაყს და დაგალევინებთ. ექსკურსიაში შედის იოსებ სტალინის აგარაკის დათვალიერება ქალაქთან ახლოს.
აკარმარა, აფხაზეთი
აკარმარა ქალაქი მოჩვენებაა, ზემოთ, მთებში მდებარე, [ტყვარჩელთან], საქართველოს საზღვართან ახლოს. აქ ნახავთ ძველი მრავალსართულიანი შენობების ნანგრევებს - ხავსით, ბალახით და მცენარეებით შემოსილს, მიტოვებულ საავადმყოფოებს და ფართო ქუჩებს... ბევრი რამ იმას მოწმობს, რომ ადრე, საბჭოთა პერიოდში აკარმარა მეშახტეთა ქალაქი იყო. ზოგიერთ ბინაში ავეჯსაც კი ნახავთ და ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, თითქოს ქალაქი მოსახლეობამ გუშინ მიატოვაო და არა 1990-იანი წლების დასაწყისში. ომამდე აქ 5 ათასამდე მცხოვრები იყო, ახლა კი მხოლოდ 35 ადამიანს თუ ნახავთ.
ბესლანი, ჩრდილოეთ ოსეთი
(...)
დარგა, ჩრდილოეთ ოსეთი
(...)
თავდაცვითი კოშკები, ინგუშეთი
(...)
თუშეთი, საქართველო
იმ დროს როცა საქართველოს ბევრი მთიანი რეგიონი ტურისტებმა დიდი ხანია აითვისეს, თუშეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის პირველყოფილ ხიბლს. ერთგვარი იზოლაცია დაკავშირებულია გრუნტის გზების მდგომარეობასთანაც, რომელთა მეშვეობით გადაადგილება რთულია. რადგანაც სამომავლოდ დაგეგმილია გზების გაუმჯობესება, აქ ტურისტების მომრავლება მხოლოდ დროის საკითხია. თუშეთში თქვენ ნატურალურ კავკასიას ნახავთ, ილუსტრირებული წიგნებისაგან განსხვავებით. მთის ფერდობებზე შეფენილი ცხვრის ფარები, ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა მწყემსი ბიჭები, ეგზოტიკური სოფლები და უბრალოდ, საოცარი სილამაზის მქონე ადგილები. აქ სტუმრებს ჯერ კიდევ ძველი ტრადიციით - საზეიმოდ, სალუტით - თოფის გასროლით ხვდებიან.
გროზნო, ჩეჩნეთი
(...)
დერბენტი, დაღესტანი
(...)
ხინალუღი, აზერბაიჯანი
ამ სოფელში გახმაურებული კინოფილმი „ალი და ნინო“ გადაიღეს (...)