გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გივი მიქანაძე ცნობილი ქართველი მეცნიერის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

13-08-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


გივი მიქანაძე: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი მეცნიერის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო. შეუფასებელია მისი წვლილი კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სფეროების განვითარებაში. სწორედ ის გახლავთ ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სკოლის დამაარსებელი.


ბატონი რისმაგი, როგორც მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და არაერთი ახალგაზრდა მეცნიერის აღმზრდელი, მართლაც გამორჩეული იყო თავისი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობით. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სამეცნიერო საზოგადოებისა და მთელი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ რისმაგ გორდეზიანის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”.