გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შატო მუხრანი - ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც

14-08-2025

ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელი თაკო შეროზია. მისი განცხადებით, გაიზარდა უცხოელთა რაოდენობა, რომელთაც საქართველოში ქორწილის გადახდა სურთ. როგორც შატო მუხრანში აცხადებენ, ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც.


წელს გვესტუმრა ძალიან ბევრი უცხოელი წყვილი, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენთან ღონისძიების დაგეგმვა, განსაკუთრებით ქორწილის მიმართულებით. ასევე გაიმართა კონფერენციები და შეხვედრები.


საქართველოს აქვს პოტენციალი, თავისი კულტურით წარმოაჩინოს თავი მსოფლიო ბაზარზე და დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერი და ღირსეული მასპინძელია რეგიონში. ძალიან კარგია, რომ უცხოელთა დაინტერესება იზრდება როგორც ქართული ღვინის, ისე ტურისტული ლოკაციების მიმართ და ველოდებით ძალიან ნაყოფიერ ტურისტულ სეზონს“,- განაცხადა შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელმა თაკო შეროზიამ.