გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ქ.ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს

12-12-2017

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქ.ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული ღონისძიება  საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლის საკითხებში მაიკლ გრანტმა,  ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში  პიტერ დენისმა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა  პიმ ალბერსმა გახსნეს.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები გაეცნენ საქართველოს პროკურატურის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს,  საერთაშორისო თანამშრომლობის ალტერნატივებს და საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე და სამოქმედო გეგმებზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებსა და გამოწვევებზე. ასევე  საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ  ერთეულებსა და პროკურორთა დატვირთვაზე.

შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა  განვლილი საპროკურორო საქმიანობა შეაფასეს. გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე  და საქართველოს  პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა.