გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით სონღულაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის მომსახურება

15-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის რეგიონული ოფისის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა ინფორმაცია მოისმინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც ამ ეტაპზე რეგიონში ხორციელდება. საუბარი შეეხო გამოწვევებს და არსებულ საჭიროებებს. ამ ეტაპზე სააგენტოს ბორჯომის რეგიონულ ოფისში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.


მინისტრმა სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სააგენტოს მომსახურებადა სახელმწიფო პროგრამები.


სურსათის ეროვნული სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში  (ბორჯომი, ნინოწმინდა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა) მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს,  სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ დაავადებებზე ცხოველების უფასო ვაქცინაციას  და მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს.  


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის  რეგიონში ზაალ გელაშვილი,ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი დეპუტატი საქართველოს პარლამენტშიანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიოთარ არბოლიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.