გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით სონღულაშვილი ახალციხის ლაბორატორიაში თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

15-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ახალციხის ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა მინისტრს ახალციხის ლაბორატორიაში ცხოველთა განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტიკის, სურსათისა და სასმელი წყლის კვლევის მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობა გააცნო. 


„ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, დავნერგოთ ინოვაციური კვლევის მეთოდები და კიდევ უფრო გავზარდოთ მომსახურების ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონული, ისე ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და მაღალი ხარისხის აგროწარმოების განვითარებას”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


ლაბორატორიაში სპეციალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი წარმოების უზრუნველსაყოფად. ლაბორატორიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობები მუდმივად მზარდია, რაც საშუალებას აძლევს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას ცხოველთა დაავადებებისა და სურსათის კვლევის პროცესები კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელონ. მიმდინარე წელს, ახალციხის ლაბორატორიაში დაგეგმილია როგორც ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით ახალი კვლევის მეთოდების დამატება.