გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

The Wall Street Journal: ომს გამოქცეული უკრაინელები აშშ-ში ყოფნის კანონიერ სტატუსს კარგავენ

15-08-2025

აშშ-ში მცხოვრები ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი 15 აგვისტოდან სამართლებრივ სტატუსს დაკარგავს, თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ მიიღებს ზომებს, რის გამოც ისინი დაკავებისა და დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.


გამოცემის ინფორმაციით, დაახლოებით 120 ათასი უკრაინელი, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აშშ-ში გადასახლდა, თანდათან ჰუმანიტარულ თავშესაფარს დაკარგავს.


„უკრაინელები ქვეყანაში „გავერთიანდეთ უკრაინისთვის“, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დროებითი სამართლებრივი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ. მათ ორწლიანი განახლებადი სტატუსი მიანიჭეს იმ პირობით, რომ ისინი კერძო ამერიკელ სპონსორს იპოვიდნენ, რომელიც მათ მიიღებდა“, - წერს გამოცემა.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა ასეთი პროგრამა, როგორც უკრაინელების გადასახლების სწრაფი საშუალება, რადგან აშშ-ში ლტოლვილების მიღების ტრადიციული სისტემა წლობით იწელება.


თუმცა, როცა ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მან ეს პროგრამა დახურა და ადამიანებს სტატუსი აღარ გაუგრძელა.