გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

15-08-2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილე ბრალდებულმა გადაწყვიტა, დაემზადებინა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობა ე.წ „მოლოტოვის კოქტეილები", რომელსაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამოიყენებდა, რაც გამოიწვევდა მნიშნელოვან ქონებრივ ზიანს და სხვა მძიმე შედეგებს. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა შექმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის განთავსების და აფეთქების პირობები, აღნიშნული მოწყობილობები 2024 წლის 2 დეკემბერს, აღმოჩენილი იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რითაც აღიკვეთა მძიმე დანაშაული.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,229-ე მუხლის პირველი ნაწილით (აფეთქების მომზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.