გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით სონღულაშვილი: ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ზრდა პირველი რიგის პრიორიტეტია

15-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან ერთად, სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ  სამუშაო პირობებს გაეცნო. 


სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 111 თანამშრომელი, მათ შორის 17 მეტყევე და 58 ტყის მცველია.  რეაბილიტირებული ოფისი, რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის  მოსახლეობას ემსახურება.


„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბოლო წლების განმავლობაში ტყეები მნიშვნელოვანად დააზიანა ტყის ხანძრებმა; ასევე გამოწვევა იყო მავნებელ-დაავადებები. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის რეგიონში ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ზრდა პირველი რიგის პრიორიტეტს წარმოადგენს და სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


დღეისათვის, რეგიონში  ტყის აღდგენის ღონისძიებები 629,7 ჰა-ზე მიმდინარეობს. მიმდინარე წელს აღდგენა დამატებით 190,1 ჰა-ზე განხორციელდება.

დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე,ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძისდელეგატი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.