16-08-2025
რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ზოგადად, ასეთი მოვლენები არის დაკავშირებული სისუსტესთან.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, თუმცა ეს არის მათი საქმე. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ კამპანიაზე და ჩვენი ფორმულა არის მარტივი - 64/64-ზე: 64 მერი, 64 საკრებულო და დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ასეთი სახით გავიმარჯვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.