გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პოლიციამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

16-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი - 1992 წელს დაბადებული მ.შ. და 1988 წელს დაბადებული თ.თ - დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.


სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით მ.შ. და თ.თ. დააკავეს.


დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.