გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ღირსიაშვილმა კახეთის რეგიონში 3 ახალი სკოლა დაათვალიერა

17-08-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი ბენაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში საჯარო სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

 

ქალაქ თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის სკოლებში სტუმრობისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლებში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

 

სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.