გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით დარჩიაშვილი: ტრამპი რომ საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვია, ამას წყალი არ გაუვა

17-08-2025

ტრამპი რომ საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვია, ამას წყალი არ გაუვა, - წერს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი იდეოლოგი, დავით დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, მართალია, ტრამპი ბრიყვია, მაგრამ, პუტინთან შეხვედრის დროს, მთლიანობაში, „ამერიკელებმა იკაცეს და ტრამპსაც აკაცეს”.


„ტრამპი რომ საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვია, ამას წყალი არ გაუვა: როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები „ამა ქვეყნის ძლიერთა“ შორის ტრანსაქციები გგონია და არა ეროვნული და ისტებლიშმენტის ინტერესები, ბრიყვი ხარ. მაგრამ, მთლიანობაში, ამერიკელებმა იკაცეს და ტრამპსაც აკაცეს: შეხვედრა დროზე ადრე დამთავრდა; ტრამპს „დეველოპერული“ არაფერი უკადრებია, პუტინის საწინააღმდეგოდ კი თქვა, რომ არაფერზე შევთანხმდით და ახლა ევროპელებს და ზელენსკის შევხვდებიო; პუტინს კინკრიხოზე მძიმე ბომბდამშენი გადააფრინეს; ფოქს ნიუსი ანტიპუტინისტური იყო“, - წერს დავით დარჩიაშვილი.