გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბდალაძე გრიგოლ ვაშაძეს: შენ იმის ვაჟკაცობა არ გეყო, რომ გამოსულიყავი და გეთქვა, ეს ხალხი უდანაშაულოა

22-11-2018

ფოტორეპორტიორი, გია აბდალაძე საპრეზდიენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს თავის საქმეში ბრალს დებს.

მისი განცადებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკლავებული პირები ციხეში აწამეს.

„ჩვენ, ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჯოჯოხეთში გაგვატარეს და სისულელეები „გვაღიარებინეს“. დღეს საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატი არის ის ადამიანი, ვაშაძეს ვგულისხმობ, რომელსაც მე პირადად ჩემს საქმეში ვდებ ბრალს. მას არ ეყო არც ვაჟკაცობა, არც კაცობა. ჩემზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც თითქმის დღეში სამჯერ მასთან მიწევდა ურთიერთობა გადაღებაზე, ყველაფერს უარყოფს, ამბობს, თითქოს არ მიცნობს. მათი სატელევიზიო კომენტარები მერე მოვისმინე, როცა საპატიმროდან გამოვედი, რომ ის ბრალს მდებდა პირადად, რომ მე ვიყავი ჯაშუში.

დღევანდელი განაჩენი არის შენი განაჩენი, გრიგოლ ვაშაძევ. ჩვენ ციხეში გვაწამეს შენი არაკაცობის გამო, შენ იმის ვაჟკაცობა არ გეყო, რომ გამოსულიყავი და გეთქვა, ეს ხალხი უდანაშაულოა. ციხეში გვიშვებდი არაფრის გამო, რადგან შეგეშინდა ვანო მერაბიშვილის ზარის. მაგაზე უნდა გასცე პასუხი. ყველა ჩვენნაირი ადამიანი კი 28-ში გაგცემთ პასუხს, ვინც უდანაშაულოდ აწამეთ და უსამართლობაში გაატარეთ“, – განაცხადა გია აბდალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული ყველა პირი გაამართლა.