გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია

17-08-2025

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსი გამოაქვეყნა.


საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიცია დაიკავა. ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს, თურქეთს.


მსოფლიო ქვეყნების მთავრობათა ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა შეფასდა 5 კრიტერიუმით: კეთილსინდისიერი ლიდერობა; გრძელვადიანი ხედვა; ადაპტაციის უნარი; სტრატეგიული პრიორიტეტიზაცია; ინოვაცია. საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერი ლიდერობით მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა, გრძელვადიანი ხედვით მე-16 პოზიცია დაიკავა, ხოლო ადაპტაციის უნარით მსოფლიოში მე-11 ადგილზე გამწესდა.


ევროკომისიის ვებგვერდზე წარმოდგენილია საკითხის ასეთი განმარტება: „ლიდერობა ქმნის განსხვავებას. ის, თუ რას გადაწყვეტენ, იტყვიან და გააკეთებენ საჯარო სექტორის ლიდერები გავლენას ახდენს მათ მიმართ საზოგადოების ნდობაზე. კარგი ლიდერები ქმნიან და ინარჩუნებენ პატიოსნების, კომპეტენციის, მსახურების კულტურას. მათ აქვთ მკაფიო წარმოდგენა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გზების შესახებ მათი მმართველობისა და ქვეყნისათვის. ისინი ავითარებენ შორსმჭვრეტელობას, რომელიც საჭიროა ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განჭვრეტისათვის.“


ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.