18-08-2025
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისის პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებული იქნება პროკურატურის მუშაკთა საჭიროებებზე და ახალი და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლების საქმიანობას.
ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. რაიონული პროკურატურების თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.
ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.