გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობა“ წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი, ეს ხალხმა უნდა იცოდეს

22-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ მოსალოდნელი საფრთხეები კარგად უნდა გაიაზროს, რადგან „ნაცმოძრაობა“ წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი. 

დეპუტატის აზრით, აუცილებელია ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგონოს თავისი ხმა.

„რაც უფრო მცირე დრო რჩება მეორე ტურამდე „ნაციონალური მოძრაობა“ მით უფრო აგრესიული ხდება. იმდენად არიან წაგებაში დარწმუნებულები, რომ მათ სატელიტ არასამთავრობო ორგანიაციებს უკვე ჭორებით ალაპარაკებენ. ფაქტია, არჩევნების შემდეგ მათი მცდელობა სიტუაციის არევის, რეალურია და ეს უნდა იცოდეს ხალხმა. დესტაბილიაცია უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რაც მთავარია, ტურიზმზე. ამიტომ აუცილებელია არა მარტო გამარჯვება, არამედ დამაჯერებლი გამარჯვება. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გააგონოს თავისი ხმა - არა სისხლიან რეჟიმს! დღეს საზოგადოება ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე თუნდაც მმართველი პარტია. დღეს სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს. 28 ნოემბერს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ცუდი წარსულის საბოლოო დასასრული და კიდევ ერთი შანსის მიცემა დღევანდელი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.