გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გურია გემო ფესტს პირველად უმასპინძლებს

19-08-2025

23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი  გემო ფესტი  გაიმართება.


ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს. უკვე შეირჩა 13 მონაწილე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.


გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.


მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება.