გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

19-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მოქალაქე უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის ხე-მცენარეებისგან დამზადებული 27 ერთეული მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და 0,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. 


ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

სამართალდარღვევები ასევე გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში, სადაც მოქალაქე სატვირთო ავტომანქანით, სხვადასხვა სახეობის 10 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც სამართალდამრღვევს 1,2 კუბური მეტრი მოცულობის რცხილის სახეობის საშეშე მერქანი გადაჰქონდა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც გადამოწმების მიზნით შეჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს 4 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.


უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.


ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.