გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან

19-08-2025

თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს" და გახარიას პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის წარდგენას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული და არათანმიმდევრულობაც სწორედ ამ სისუსტის გამოვლინებაა.

„არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება, რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც განაახლეს საბოტაჟი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული. ჩვენი მიზანი, ზოგადად, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არის 64/64 - ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 საკრებულოს არჩევნების მოგება.


რაც შეეხება თბილისს, თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან. ჩვენი მოლოდინი არის კახი კალაძის გამარჯვება პირველ ტურში და საკრებულოში 50-დან 38 მანდატის მიღება მინიმუმ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.