გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ

19-08-2025

ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ მხარეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.


მისივე თქმით, სიმართლე არის საქართველოს მხარეს.


„ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხურავთ არც ერთ საკითხს, მაგრამ გვინდა ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ დღემდე, ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამგვარ ჯანსაღ დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ვინაიდან, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ჯანსაღი კანონები, გადავდგით აბსოლუტურად ჯანსაღი ნაბიჯები, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება, მოვიწყონ რევოლუციები, ჩაერიონ ჩვენს არჩევნებში. ასე გაგრძელდება მოვლენების განვითარება, რა თქმა უნდა. ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი დისკუსიისთვის, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროდ,"- განაცხადა პრემიერმა.