22-11-2018
საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ იმსჯელეს.
ვეტერანების აზრით, საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება დაუშვებელია, ამიტომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.
ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის პრეზიდენტი, ევროპის ჩემპიონი, ოლეგ ზურაბიანი და კავშირის მმართველი საბჭო ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ალექსი დავითაშვილის, საქართველოს ფალავნის გივი კახაბრიშვილის, თბილისის ტურნირის გამარჯვებულის ბერდია გუგავას სახით, სპორტულ საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ არჩევნებში მივიდნენ და სწორი არჩევანი გააკეთონ.