გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხარაგაულში „თავისუფალი საქართველოს“ წევრები შეიკრიბნენ

22-11-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხარაგაულში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები შეიკრიბნენ.

 

მუნიციპალიტეტის კინოთეატრში შეკრებილმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა განაცხადეს, რომ მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს, რადგან ძალადობრივი რეჟიმი ქვეყნის მმართველობაში არ უნდა დაბრუნდეს.

 

„ოჯახი არ არის, რომ არ ჰყავდეთ „ნაციონალებს“ გაუბედურებული. ჩვენ არ შევეგუებით ამ ძალის დაბრუნებას. ყველა, ვინც ერთად ვიბრძოდით, აქ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი შვილებისა და მომავლის საკეთილდღეოდ სალომე ზურაბიშვილმა მოიგოს. პირველ ტურში ოპოზიციურად განწყობილი პარტია მხარს ვუჭერთ სალომეს ზურაბიშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 80 პროცენტით მოვიგოთ“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გია ყრუაშვილმა.