გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

24-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შპს „ენგურჰესი“-ს ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა - 1981 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა „მეთადონის“ შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება
ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.